logo_geo
დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ ვეტო დაადო
- +

16 მარტი. 2019. 15:14

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ ვეტო დაადო.

 

პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად, ვეტოს უფლება ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირმა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხის, მექსიკის საზღვარზე არსებული ვითარებისთვის გამოიყენა.

 

ამ ხერხით დონალდ ტრამპი ცდილობს ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე კედლის აშენებისთვის ფინანსები გამონახოს. თანხების მოძიებას კი, თეთრი სახლის ლიდერი კონგრესის გვერდის ავლით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებით მოახერხებს.

 

ცოტა ხნის წინ სენატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებას დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას 53 „რესპუბლიკელიდან“ 12 მიემხრო. 2019 წლის თებერვალში იგივე გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ წარმოადგენენ.

 

დონალდ ტრამპის ვეტოსთვის გვერდის ავლის მიზნით კონგრესმენებმა 26 მარტს ხელახალი კენჭისყრა უნდა გამართონ. რეზოლუციას კი, მხარი კანონმდებლების ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგები ნაკლებად მოსალოდნელია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას 15 თებერვალს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კონგრესის მხრიდან არსებული წინააღმდეგობა იყო. ამერიკელი კანონმდებლები მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის თანხის გამოყოფაზე უარს აცხადებდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი