logo_geo
მაიკლ ჯექსონის შვილმა პერისმა თავის მოკვლა სცადა
- +

17 მარტი. 2019. 11:57

 

 

მაიკლ ჯექსონის შვილი პერისი ახლობლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პერისი ექიმებმა საავადმყოფოდან უკვე  გამოწერეს. მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა - წერს გამოცემა TMZ წყაროზე დაყრდნობით. 

 

2013 წელს პერის ჯექსონმა თავის მოკვლა პირველად სცადა, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი დეპრესია იყო.

 

გამოცემის წყაროს ცნობით, შესაძლოა პერის ჯექსონის თვითმკვლელობის მიზეზი ფილმი Leaving Neverland-ი გახდა.

 

ოთხსაათიანი ფილმის პრემიერა კინოფესტივალ „სანდენსზე“, იანვარში გაიმართა. ფილმი, სახელწოდებით Leaving Neverland, უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯეკსონი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

 

HBO-ს ახალი ფილმის გმირები უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი მეორე სასამართლო მოსმენის დროს მოწმეები იყვნენ. მაშინ ისინი უარყოფდნენ, რომ ჯექსონის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. რობსონის თქმით, წლების გასვლის შემდეგაც არ აღუქვია ჯექსონის ქცევა ძალადობად და ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, როდესაც მამა გახდა.

 

WikiLeaks-მა მაიკლ ჯექსონის პედოფილიის საქმეზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩანაწერები გამოაქვეყნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი