logo_geo
ქალი მშობლების სასაფლაოში ჩავარდა, ის კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს
- +

17 მარტი. 2019. 20:48

 

ნიუ იორკის 64 წლის მაცხოვრებელი ჯოანა კალენი ლონგ-აილენდის სასაფლაოს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის. New york post-ის ინფორმაციით როგორც ქალი ამბობს მშობლების საფლავზე გაჩენილმა ღრმულმა ის მიწაში ჩაითრია.

 

დაზარალებულმა სახე დაიზიანა და კბილი მოიტეხა. ის შველას ითხოვდა, თუმცა ირგვლივ არავინ იყო. მომხდარის შედეგად დაშავებულს თავის ტკივილი აწუხებს, კოშმარები ტანჯავს და მინდორში მარტო გასვლის ეშინია. სპეციალისტებმა მომხდარის მთავარ მიზეზად საფლავში გაჩენილი სიცარიელე მიიჩნიეს. სწორედ ამის გამო ჯოანა კალენი მიწის ჩავარდნის შემდეგ ორმოში აღმოჩნდა. დაზარალებული კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი