logo_geo
მალიში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 21 სამხედრო გარდაიცვალა
- +

18 მარტი. 2019. 11:24

 

„მალიში, დიურას დასახლებულ პუნქტში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ისლამისტების“ თავდასხმის შედეგად, მალის შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

მალის თავდაცვის უწყებაში 21 ადამიანის სიკვდილი დაადასტურეს.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ერთ-ერთმა ტერორისტულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ განახორციელა, თუმცა დაჯგუფების სახელი დასახელებული არ არის.

 

 

 

 

big_banner
არქივი