logo_geo
პედრო ალმადოვარი „კანის“ 70-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აიჩიეს
- +

31 იანვარი. 2017. 22:04


 


ესპანელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მწერალი პედრო ალმადოვარი  „კანის" 70-ე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აიჩიეს. კინოფესტივალი 2017 წლის 17-28 მაისს გაიმართება.


67 წლის ალმადოვარი გამოტყდა, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და ეს „ერთდროულად სიამოვნება და დიდი პატივია".


ალმადოვარს „კანის" კინოფესტივალის ორი ჯილდო აქვს აღებული: 1999 წელს ჯილდო „საუკეთესი რეჟისორი", ფილმით „ყველაფერი დედაჩემის შესახებ" და 2006 წელს ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის, ფილმით „დაბრუნება".


 

big_banner
არქივი