logo_geo
9 წლის ბავშვმა მეზობლებს მშობლების დანაზოგი დაურიგა
- +

18 მარტი. 2019. 21:25

 

გერმანიის ქალაქი ბად ვილბელი - 9 წლის ბიჭმა მეზობლებისთვის მშობლების დანაზოგის დარიგება სცადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

ბავშვი ყველა სახლის კარებზე აკაკუნებდა, შემდეგ კი მეზობლებს ეუბნებოდა, რომ მათ სახლთან 50 ევრო იპოვა და დაბრუნება უნდოდა.

 

ზოგიერთებმა თანხა აიღეს და სანაცვლოდ ბავშვს მცირე ჯილდოც მისცეს. თუმცა ერთ-ერთი სახლის პატრონს მოზარდის საქციელი საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციაში დარეკა.

 

სამართალდამცველებმა ბავშვს ტომარა აღმოუჩინეს, რომელშიც დაახლოებით 2700 ევრო იყო. ბიჭმა მათ არ უთხრა, თუ საიდან ჰქონდა ფული, სიმართლეს კი მშობლებთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა.

 

როგორც გაირკვა, მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მათი დანაზოგი, დაახლოებით 3000 ევრო დაიკარგა: ბავშვმა ის ჩემოდანში იპოვა და 260 ევროს დარიგება მოასწრო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი