logo_geo
დონალდ ტრამპმა საკუთარი ხელფასიდან 100 000 დოლარი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა
- +

19 მარტი. 2019. 11:02

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წლიური ხელფასის ერთი მეოთხედი, 100 000 აშშ დოლარი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა.

 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„პრესა ამის თაობაზე არ წერს და არც მჭირდება ეს, ჩემს წლიურ ხელფასს - 400 000 აშშ დოლარს სხვადასხვა უწყებებს ვურიცხავ წლის განმავლობაში. ახლა კი 100 000 აშშ დოლარს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადავცემ“, - წერს დონალდ ტრამპმა.

 

მან ასევე გამოაქვეყნა აღნიშნული ჩეკის ამსახველი სურათი.

 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ხელფასზე და მას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი