logo_geo
უკრაინის საგარეო უწყებამ პუტინის ყირიმში ვიზიტის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
- +

19 მარტი. 2019. 11:56

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანექსირებულ ყირიმში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის გამო რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადასცა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ყირიმის „რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ხუთ წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნახევარკუნძულს ესტუმრა.

 

„პუტინის ყირიმში და სევასტოპოლში ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადაეცა“, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს ყირიმში რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი