logo_geo
გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში 2,1 მილიარდი ადამიანი სასმელად ვარგისი წყლის გარეშე ცხოვრობს
- +

19 მარტი. 2019. 12:02

 

„მსოფლიოში 2,1 მილიარდი ადამიანი სასმელად ვარგისი წყლის გარეშე ცხოვრობს“, - ამის შესახებ გაერო-ს მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღწერილი. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 844 მილიონ ადამიანს სასმელი წყლის მოსაპოვებლად ყოველდღიურად ფეხით 30-წუთიანი მგზავრობა უწევს.

 

სასმელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით, ყველაზე სერიოზული პრობლემა აფრიკის კონტინენტზეა. ანგარიშის თანახმად, სუბსაჰარული აფრიკის რეგიონში სასმელად ვარგის წყალთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტს აქვს.

 

იუნესკო-ს ანგარიშის თანახმად, აღნიშნული პრობლემა განვითარებად ქვეყნებთან ერთად ევროპულ სახელმწიფოებსა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც აღინიშნება. ამასთან, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური სანიტარული ნორმები. აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო მასშტაბით 4,3 მილიარდ ადამიანს აქვს. 36 მილიონ ადამიანს კი, სახლში საბაზისო სანიტარიული ნორმებიც კი არ გააჩნია.

 

გაერო-ს ანგარიშში განმარტებულია, რომ აღნიშნული პრობლემა გლობალური ეკონომიკის განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განმარტებით, თუ ვითარება არ გამოსწორდება, 2050 წლისთვის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 45 პროცენტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მიზეზი კი, წყლის რესურსის დეფიციტი და ამის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურება იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი