logo_geo
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი ქალაქები - პარიზი, სინგაპური და ჰონგ-კონგია
- +

19 მარტი. 2019. 12:44

 

„ყველაზე ძვირიანი ქალაქების ათეულს პარიზი, სინგაპური და ჰონგ-კონგი ჩაუდგნენ სათავეში“, - ამის შესახებ ჟურნალ „ეკონომისტის“ ექსპერტების მიერ ჩატარებულ შესაბამის კვლევაში წერია. ექსპერტები, რეიტინგს ყოველწლიურად ადგენენ. წელს პირველად პირველ ადგილს სამი ქალაქი ინაწილებს.

 

სინგაპურმა შარშანდელი პირველობა შეინარჩუნა, პარიზმა მეორე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა, ხოლო ჰონგ-კონგი სიის სათავეში მეოთხე ადგილიდან გადავიდა. მეორე ადგილზე არიან შვეიცარიული ციურიხი, ხოლო მესამეზე ჟენევა.

 

რეიტინგში დაწინაურდნენ აშშ-ის ქალაქები ლოს-ანჯელესი და ჰიუსტონი.

 

რაც შეეხება ყველაზე იაფიან ქალაქებს, ათეულშია კარაკასი, დამასკო, ბანგალორი და ტაშკენტი.

 

ყოველწლიურ კვლევაში 133 ქალაქი მოხვდა. ექსპერტებმა ამ ქალაქებში ერთმანეთს შეადარეს 160 ძირითადი პროდუქტისა და მომსახურების ფასები. მათ შორის, პურის, ბილეთებისა და ჰიგიენის საგნების ფასები.

 

 

 

 

big_banner
არქივი