logo_geo
„ლა სკალა“ საუდის არაბეთს სამ მილიონ ევროს უკან დაუბრუნებს
- +

19 მარტი. 2019. 13:42

 

 

მილანის ოპერის თეატრი „ლა სკალა“ საუდის არაბეთს სამ მილიონ ევროს უკან დაუბრუნებს. საუდის არაბეთთან გაფორმებულმა დაფინანსების გეგმამ იტალიის საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო. ამ მკვლელობის გამო ელ-რიადს არაერთი სახელმწიფო აკრიტიკებს.

 

შეთანხმების მიხედვით,  საუდის არაბეთის კულტურის მინისტრი თეატრის დირექტორთა საბჭოში ადგილს მიიღებდა. პარტნიორობის გეგმა უფლებადამცველებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

 

„ლა სკალას“ ოპერის სახლმა საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსთან 15 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პარტნიორობის შეთანხმების მიხედვით, სამი მილიონი ევრო უკვე მიიღო. მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, „ლიგის“ წევრებმა „ლა სკალას“ სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდერ პერეირას გათავისუფლებაც მოითხოვეს.

 

ოპერის სახლის პრეზიდენტი ჯუზეპე სალა აცხადებს, რომ ალექსანდრ პერეირა თანამდებობას შეინარჩუნებს.

 

 

big_banner
არქივი