logo_geo
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა
- +

19 მარტი. 2019. 17:34

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ  ცოტა ხნის წინ ყაზახეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა,  ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა“, - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

 

შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

 

 

big_banner
არქივი