logo_geo
ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

19 მარტი. 2019. 18:24

 

 

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ დჰარვადში შენობის ჩამონგრევას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი.

 

ადგილზე მობილიზებული მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, 90-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

 

თვითმხილველთა განცხადებით, ნაგებობა მოულოდნელად ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, შენობის პირველ და მეორე სართულებზე მაღაზიები იყო განთავსებული, სადაც ინციდენტის დროისთვის 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

big_banner
არქივი