logo_geo
თურქეთის პრეზიდენტი ახალი ზელანდიის ხელისუფლებას მოუწოდებს, მეჩეთებზე თავდამსხმელი სიკვდილით დასაჯოს
- +

19 მარტი. 2019. 19:00

 

 

თურქეთის პრეზიდენტი ახალი ზელანდიის ხელისუფლებას მოუწოდებს, სიკვდილით დასაჯოს მეჩეთებზე თავდამსხმელი.

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთმა იცის, როგორ გადაახდევინოს თავდამსხმელს რაიმე ფორმით საფასური.

 

„შენ შემზარავად მოკალი ჩვენი 50 და-ძმა, რომლებიც ლოცულობდნენ. ამისთვის საფასურს გადაიხდი. თუ ამას ახალი ზელანდია არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს რაიმე ფორმით. თუ თქვენ არ გაქვთ კანონმდებლობაში მსგავსი რეგულაცია, შემოიღეთ ახალი რეგულაციები. არ მისცეთ ამ მკვლელებს სიცოცხლის უფლება“, - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

ერდოღანს მიაჩნია, რომ 15 წლის წინ თურქეთში სიკვდილით დასჯის გაუქმება შეცდომა იყო.

big_banner
არქივი