logo_geo
თურქეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- +

20 მარტი. 2019. 11:57

 

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

 

ბიძგები ადგილობრივი დროით 06:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ აჯიპაიდან სამხრეთით 16 კილომეტრში და ქალაქ თეფენიდან დასავლეთით 32 კილომეტრში იყო. მიწისძვრის კერა 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

 

ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

 

 

 

big_banner
არქივი