logo_geo
ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

20 მარტი. 2019. 12:34

 

ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

დაკავებული 40 წლისაა, ის უტრეხტში ცხოვრობდა. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა, თავდაპირველად ისინი ტერაქტში მონაწილეობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, მოგვიანებით კი ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნათ.

 

ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი ადამიანი რჩება. ბოლოს დაკავებული პირი და გოკმენ ტანისი - 37 წლის თურქეთის მოქალაქე, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია. მან 18 მარტს ტრამვაიში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სამი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი