logo_geo
მეჩეთებზე ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობა იარაღის კანონის გამკაცრებაზე შეთანხმდა
- +

20 მარტი. 2019. 15:12

 

მეჩეთებზე ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობა იარაღის კანონის გამკაცრებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

ჯასინდა არდერნის თქმით, თავდასხმებმა კანონმდებლობის სისუსტეები აჩვენა და კონკრეტული დეტალები 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი.

 

ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან იმ იარაღზე, რომელიც თავდამსხმელმა მეჩეთებში შეჭრის დროს გამოიყენა. ჯასინდა არდერნმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გამოძიებას ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებშიც ჩაატარებს.

 

28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი ორ მეჩეთს დაესხა თავს და 50 ადამიანი მოკლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი