logo_geo
ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი დაერქვა
- +

20 მარტი. 2019. 16:50

 

 

ყაზახეთის დედაქალაქს ამიერიდან ასტანის მაგივრად ნურსულთანი ეწოდება.

 

კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებას ყაზახეთის პარლამენტმა ორი მოსმენით დაუჭრა მხარი.

 

„ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა ყაზახეთის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა.

 

დოკუმენტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ქასიმ-ჟომარტ ტოკაევს გაეგზავნა.

 

სწორედ ტოკაევი გახდა აღნიშნული ცვლილების ინიციატორი.

 

ტოკაევმა პარლამენტის სენატში ფიცის დადების შემდეგ ასევე განაცხადა,რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

 

გარდა ამისა, ტოკაევის განცხადებით, ყაზახეთის ყველა საოლქო ქალაქის ქუჩა ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის უნდა გახდეს. მისივე თქმით, საჭიროა ნაზარბაევის საპატივცემლოდ მონუმენტი აღიმართოს.

 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტოკაევმა ნაზარბაევს „ოქროს ვარსკვლავის“ და “პატრიოტის“ ორდენები გადასცა, ასევე სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

 

ტოკაევმა ნაზარბაევი, როგორც დიდი რეფორმატორი დაახასიათა, რომლის პოლიტიკამ ყაზახეთი რეგიონის ლიდერად აქცია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი