logo_geo
ერაყში ბორანი ჩაიძირა - არიან დაღუპულები
- +

21 მარტი. 2019. 21:07

 

 

ერაყში, მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 70 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს.

 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მაშველები მდინარე ტიგროსიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი