logo_geo
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვების შესახებ განაცხადეს
- +

23 მარტი. 2019. 11:34

 

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვების შესახებ განაცხადეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ სირიის დემოკრატიული ძალების პრეს-სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნული, სირიის ტერიტორია ტერორისტული დაჯგუფებისგან სრულად გათავისუფლდა.

 

22 მარტს იგივე განცხადება გაავრცელა პენტაგონმაც. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სირიაში „დაეში“ არცერთ დასახლებულ პუნქტს აღარ აკონტროლებს.

 

ტერორისტების მიერ დაკავებული უკანასკნელი რეგიონის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უკანასკნელი სოფელი, რომელსაც ამ დრომდე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები აკონტროლებდნენ, სოფელი ბაღუზი იყო.

 

ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რეგიონში კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 

 

big_banner
არქივი