logo_geo
ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
- +

23 მარტი. 2019. 13:37

 

 

ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. მათგან 94 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს ახლომდებარე ტერიტორიაზე არსებული სამი ათასამდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მათ დიდ ნაწილს მხოლოდ ფანჯრები აქვს ჩამსხვრეული, თუმცა 100-მდე შენობა ძლიერაა დაზიანებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლები აღდგენას არ ექვემდებარება.

 

ძიანსუს პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება 20 მარტს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. ტრაგედიის დროს შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ სეისმოლოგებმა რეგიონში აფეთქებით გამოწვეული 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი