logo_geo
პეტრო პოროშენკო: უახლოეს მომავალში უკრაინა ევროკავშირსა და NATO-ს მჭიდროდ დაუახლოვდება
- +

23 მარტი. 2019. 17:33

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ევროკავშირსა და NATO-ს მჭიდროდ დაუახლოვდება.

 

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი გეგმის განხორციელების შედეგად, უკრაინა მჭიდროდ დაუახლოვდება ევროკავშირსა და NATO-ში წევრობას. უკრაინა ალბათ, ვერ შეძლებს ფინიშის ხაზის გადაკვეთას, თუმცა უეჭველად გადაკვეთს იმ ხაზს, რომლის შემდეგ საბჭოთა კავშირში ან რუსეთის იმპერიაში დაბრუნება არ მოხდება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

პოროშენკოს თქმით, NATO-ში და ევროკავშირში წევრობის გარეშე უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება „რუსეთზე იქნება დამოკიდებული“.

 

 

big_banner
არქივი