logo_geo
მოზამბიკში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა
- +

23 მარტი. 2019. 18:54

 

 

მოზამბიკში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ აფრიკული სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

გაერო-ს ცნობით კი, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ დატბორილ რეგიონებში შესაძლოა, ასობით ადამიანის ცხედარი იყოს.

 

ციკლონი „იდაი“ პირველად მოზამბიკში, სოფალას პროვინციაში, საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი, თითქმის მთელი ქალაქი წყალქვეშ მოექცა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

 

ამის შემდეგ კი, სტიქია მეზობელ ზიმბაბვესა და მალავის დაატყდა თავს.

 

საერთო ჯამში, სამივე სახელმწიფოში დაღუპულთა რიცხვი 700-ს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი