logo_geo
სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
- +

23 მარტი. 2019. 19:00

 

 

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი შრომის სამინისტროსთან ახლოს აფეთქდა, რასაც მალევე სროლის ხმებიც მოჰყვა. ცოტა ხანში, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა.

 

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა  ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი