logo_geo
რვა წლის უსახლკარო ლტოლვილი ჭადრაკში ნიუ-იორკის ჩემპიონი გახდა
- +

24 მარტი. 2019. 11:55

 

რვა წლის ნიგერიელმა უსახლკარო ლტოლვილმა ტანიტოლუვა ადევუმიმ ჭადრაკში ნიუ-იორკის შტატის ჩემპიონატი მოიგო. ტურნირში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

როგორც გაზეთი პიპლ (People) წერს, ადევუმიმ ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეები იყვნენ ბავშვები ელიტური სკოლებიდან, რომლებსაც ჭადრაკში კერძო რეპეტიტორები ჰყავთ. განსაკუთრებით შთაბეჭდავია ის, რომ ნიგერიელმა ბიჭმა თამაში ერთი წლის წინ ისწავლა.

 

„მინდა გავხდე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ისტორიაში“, – განაცხადა ნორჩმა მოჭადრაკემ. – „ტურნირის შემდეგ, ტანიტოლუვა უსახლკაროთა თავშესაფარში დაბრუნდა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობს“.

 

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი რუსი სერგეი კარიაკინია, რომელმაც ეს წოდება 12 წლისა და შვიდი თვის ასაკში მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი