logo_geo
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირის ელიტა რეალობას მოწყვეტილია
- +

25 მარტი. 2019. 11:51

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის ელიტა რეალობას მოწყდა. მისივე განცხადებით, ბრიუსელში პოლიტიკოსებმა საკუთარი სამყარო შექმნეს, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

 

რადიოინტერვიუში ვიქტორ ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებზე მხარი „ფიდესის“ წევრებს დაუჭირონ.

 

„აჩვენეთ ბრიუსელს, რომ უნგრეთში ხდება ის, რაც უნგრელებს სურთ“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

ორბანის თქმით, სწორედ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გადაწყდება, დარჩება „ფიდესი“ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფში თუ სხვა ალიანსის ძიებას დაიწყებს.

 

აღნიშნული განცხადება ორბანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უნგრეთის მმართველ პარტია „ფიდესს“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრობა დროებით შეუჩერეს. ეს გადაწყვეტილება ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმის გამო მიიღო, რომ უნგრეთის მთავრობამ ევროკომისიის პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

 

კამპანიის ორგანიზატორები ბრიუსელის მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, რომელიც მათი აზრით, უნგრეთს ემუქრება.

 

„ევროპის სახალხო პარტიაში“ წევრის სტატუსის აღსადგენად უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს ჟან-კლოდ იუნკერის საწინააღმდეგო კამპანია, აღიაროს ამ კამპანიის შედეგად მიყენებული ზარალი და ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე დავა მოაგვაროს.

 

 

 

 

big_banner
არქივი