logo_geo
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
- +

25 მარტი. 2019. 12:50

 

 

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა.

 

ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად, 915 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 107 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 

ამ დრომდე ეძებენ 94 ადამიანს. საერთო ჯამში წყალდიდობის შედეგად 17 000-მდე ადამიანი დაზარალდა. 3 900 ადამიანი უსაფრთხო ზონებშია გადაყვანილი.

 

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ოქტომბერ-აპრილის პერიოდში მუსონური წვიმების დროს, ინდონეზიაში წყალდიდობა და მეწყერი ხშირი მოვლენაა.

 

 

big_banner
არქივი