logo_geo
ისრაელის არმია ღაზას სექტორისკენ დამატებით შენაერთებს აგზავნის
- +

25 მარტი. 2019. 13:25

 

 

ისრაელის არმია ღაზას სექტორისკენ დამატებით შენაერთებს აგზავნის და რეზერვისტების შეზღუდულ მობილიზებას იწყებს. ამის მიზეზი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სარაკეტო დაბომბვა გახდა, რის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

 

„გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, ამჟამად სამხრეთ სარდლობის რაიონში ორ დამატებით ბრიგადას ვაგზავნით. კონკრეტული დანაყოფებისთვის რეზერვისტების შეზღუდული მობილიზება დაიწყო“, - წერია ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ღაზას სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვა.

 

 

big_banner
არქივი