logo_geo
ირანში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 მარტი. 2019. 17:54

 

 

ირანში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 68 კი, დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სამსახური ავრცელებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ შირაზშია, სადაც სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას ქვეყნის 31-დან 25 პროვინციაში ებრძვიან.

 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

 

მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, წვიმა ქვეყანაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი