logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: საჭიროების შეთხვევაში, ისრაელის არმია ღაზას სექტორის ტერიტორიაზე შევა
- +

26 მარტი. 2019. 11:56

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჭიროების შეთხვევაში, ისრაელის არმია ღაზას სექტორის ტერიტორიაზე შევა.

 

„ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ღაზას სექტორის ტერიტორიაზე შევალთ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში თავის ვიზიტი შეწყვიტა და დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისრაელში დაბრუნდა.

 

ამასთანავე გეტყვით, რომ გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელის არმიამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა.

 

 

 

 

big_banner
არქივი