logo_geo
ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობამ მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
- +

26 მარტი. 2019. 11:59

 

„მსოფლიოში 2018 წელს ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება.

 

ორგანიზაციის ცნობით, ქვანახშირისა და ენერგიის სხვა წყაროების მოპოვების შედეგად, ჰაერში გავრცელებულმა ნახშირორჟანგმა მაღალ მაჩვენებელს ძირითადად აზიის კონტინენტზე მიაღწია.

 

გამონაბოლქვი 2017 წელთან შედარებით 1,7 პროცენტით გაიზარდა და 33,1 მილიარდ ტონას მიაღწია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში კი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით მავნე ნივთიერებების რაოდენობა 1,3 პროცენტით შემცირდა.

 

შეგახსენებთ, ჰაერში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის ზრდის მთავარი მიზეზია.

 

 

 

 

big_banner
არქივი