logo_geo
ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

26 მარტი. 2019. 13:07

 

ირანის ქალაქ შირაზში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ირანული ტელეკომპანია „პრეს ტივის“ ინფორმაციით, ქალაქში სტიქიის გამო, 119 ადამიანია დაშავებული.

 

წყალდიდობამ გოლესტანის და მაზანდარანის რეგიონებში 56 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. დანგრეულია რამდენიმე ასეული სახლი. სტიქია გრძელდება ფარსის პროვინციაშიც.

 

ირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მოვარდნილმა წყლის ნაკადმა 200-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა. ირანის პრეზიდენტმა გუბერნატორებს საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა. უამინდობის გამო, თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.

 

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი