logo_geo
აშშ-ში, მეინის საავადმყოფოში ერთდროულად 9 მედდა არის ორსულად
- +

26 მარტი. 2019. 13:34

 

აშშ-ის შტატ მენის ქალაქ პორტლენდის ყველაზე დიდ საავადმყოფოში, სამშობიარო განყოფილებაში დასაქმული ერთდროულად 9 მედდა არის ორსულად. მენის სამედიცინო ცენტრმა (Main Medical Center) ორსულ მედდებს სურათი გადაუღო და Facebook-ზე დადო.

 

„როგორია ეს ბავშვების ბუმი? ჩვენი 9 მედდა (8 მათგანი სურათზე არის) აპრილიდან ივლისამდე ბავშვს ელოდება! გილოცავთ!“ - წერს საავადმყოფო.

 

ქალები ბავშვებს 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე ელოდებიან. ფოტოზე ჩანს, რომ ყველა მედდას უჭირავს ფურცელი, რომელზეც მშობიარობის სავარაუდო თარიღი უწერია.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მედდები გეგმავენ რომ ისინი ერთმანეთის მშობიარობას დაესწრნონ და იმუშავონ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი