logo_geo
78 წლის პელეს მაღალი სიცხე აქვს, ის პარიზის ჰოსპიტალში მოათავსეს
- +

4 აპრილი. 2019. 01:20

 

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში, ბრაზილიელი პელე პარიზში, ჰოსპიტალში მოათავსეს. 78 წლის პელეს მაღალი სიცხე აქვს, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, წერს- Reuters, RMC Sport – ზე დაყრდნობით.

 

პელე საფრანგეთში ვიზიტისას პარიზის სენ-ჟერმენის ფეხბურთელ კილიან მბაპნეს უნდა შეხვედროდა. ვიზიტი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი.

 

ბოლო წლების განმავლობაში პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად ხვდება საავადმყოფოში. 2018 წელის დეკემბერში, მოსკოვში, ის შშმ პირის ეტლში იჯდა, რადგან თეძოზე რთული ოპერაცია გადაიტანა. 2018 წლის იანვარში კი ჰოსპიტალში ორგანიზმის გამოფიტვის დიაგნოზით მოხვდა.

 

პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა. საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ის მე-20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი