logo_geo
იტალიაში სტადიონიდან ფეხბურთელი ვერტმფრენით გაიტაცეს
- +

6 აპრილი. 2019. 20:28

 

 

გატაცება საფეხბურთო მატჩის დროს. წარმოუდგენელი შემთხვევა იტალიაში მოხდა. სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატის შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული კაცი გადმოხტა და ერთ-ერთი მოთამაშე გაიტაცა. ამის შესახებ „The Sun“-ი წერს.

 

ირკვევა, რომ დამნაშავეებმა „ვიაგრანდეს“ 55 წლის ფეხბურთელს, ინიაციო ბარბაგალოს ხელი ჩაჰკიდეს, ვერტმფრენში ჩასვეს და გაფრინდნენ.

 

გამტაცებლებმა დატოვეს ტრანსფარანტი წარწერით – „საფეხბურთო კარიერა დასრულებულია“, გაკვირვებული გულშემატკივრები მალევე დამშვიდნენ, როცა გაიგეს რომ ეს ფეხბურთელის მიერ დაგეგმილი ხუმრობა იყო. მან კარიერის დასრულება ამ ფორმით აღნიშნა.

 

ფეხბურთელი 31 მაისამდე დისკვლიფიცირებულია და ჯარიმის სახით 200 ევროს გადახდა მოუწევს. შეუთანხმებელი ფრენის განხორციელების გამო კი იტალიის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი