logo_geo
ლიბიაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა
- +

8 აპრილი. 2019. 11:44

 

 

ლიბიაში, ტრიპოლისთან შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საჰაერო ძალებმა ფელდმარშალ ხალიფ ხაფტარის ჯარებს ავიადარტყმები მიაყენეს.

 

ლიბიაში მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ხაფტარის ჯარმა, რომელიც ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობას ცდილობს, ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა.

 

დღეს ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთში, ქალაქ ტობრუკში პარლამენტია, ტრიპოლიში კი - ეროვნული თანხმობის მთავრობა.

 

 

big_banner
არქივი