logo_geo
ბავშვი, რომელიც 300 გრამს იწონიდა ექიმებმა გადაარჩინეს
- +

13 აპრილი. 2019. 01:25

 

 

აშშ-ის შტატ კონექტიკუტში ექიმებმა გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადების შემდეგ 300 გრამს იწონიდა. ანომალიურად პატარა წონის ახალშობილი კონორ ფლორიო 2018 წლის 13 ივლისს დაიბადა.

 

New York Post -ის ცნობით, ექიმებმა ჩვილს სუნთქვის პრობლემები და ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს. ასევე პაციენტს ჰქონდა სისხლში შაქრის დონის დარღვევა და თვალის დაავადება.

 

ორი კლინიკის ექიმები ბავშვის გადარჩენას 9 თვის მანძილზე ცდილობდნენ. ახლა კონორის წონა 2,7 კილოგრამია.

 

ბავშვის მკურნალმა განაცხადა, რომ პატარა სრულიად ჯანმრთელია და მალე ჟანგბადის ბალიშის გარეშეც შეძლებს არსებობას.

 

ცნობისათვის 2019 წლის თებერვალში იაპონიის კლინიკიდან გაწერეს ახალშობილი, რომელიც 268 გრამს იწონიდა. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ის მოზრდილი ადამიანის ხელის გულზე ეტეოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი