logo_geo
მეგან მარკლი: მე ქეითი არ ვარ
- +

13 აპრილი. 2019. 15:06

 

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მეშვიდე მემკვიდრეა და მშობლებმა გადაწყვიტეს, თავიდან აირიდონ ბავშვის დაბადებით გამოწვეული აჟიოტაჟი. ამიტომ წყვილმა უინძორთან ყველაზე ახლოს მდებარე სამშობიარო აარჩია და არა ის, სადაც ქეით მიდლტონმა იმშობიარა.  

 

„მე ქეითი არ ვარ“, - მოულოდნელად განაცხადა მეგანმა, როცა წმინდა მარიამის სამშობიაროში შესთავაზეს მშობიარობა. როგორც ჩანს, პრინცის მეუღლეს გართულებების ეშინია. ის ხომ საკეისრო კვეთით აპირებს შვილის გაჩენას.

 

წმინდა მარიამის სამშობიაროში ერთი წლის წინ პრინც უილიამის ცოლმა იმშობიარა. ქეით მიდლტონი მშობიარობიდან 7 საათის შემდეგ გამოჩნდა ხალხის წინაში უზადო მაკიაჟით, ვარცხნილობითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით, რითაც დიდი ფურორი მოახდინა.

 

თუმცა, მაშინ ქეითი ბევრმა გააკრიტიკა. თითქოს ის არარეალურად მოიქცა და მომავალ დედებს ზედმეტი თავის ტკივილი გაუჩინა. ბევრმა კი ქეითს საქციელი შეუქო. როგორც ჩანს, მეგან მარკლს არ სურს ქეითის გმირობის გამეორება და ამიტომაც სურს, მშობიარობის შემდეგ ხალხის თვალს მოერიდოს.

 

შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ გადაწყვიტა, მშობიარობას დაესწროს და გაამხნევოს ცოლი. ბოლო დროს მეგანი საგრძნობლად ნერვიულობს მოახლოებული მშობიარობის გამო, რის გამოც სამეფო ექსპერტმა ჰარი შეაქო და ისიც აღნიშნა, რომ წინა თაობაში ასე არ იქცეოდნენ.  შეიძლება ეს ტენდენცია სამეფო ოჯახში დამკვიდრდეს კიდეც.

 

სავარაუდოდ, მეგანისა და ჰარის პირველი შვილი აპრილში დაიბადება. ჰარი კი შვებულების, ორი კვირიდან ერთ თვემდე, აღებას აპირებს, რომ ახალშობილთან და ცოლთან ერთად მეტი დრო გაატაროს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი