logo_geo
ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
- +

13 აპრილი. 2019. 15:54

 

ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. 13 პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინციდენტი რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილში, ფაველების დასახლებაში მოხდა.

 

შენობის ჩამონგრევის შემდეგ ახლომდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ინციდენტის ადგილთან ახლოს არსებული შენობების ჩამონგრევის რისკი მაღალია.

 

რამდენიმე დღის წინ რიო-დე-ჟანეიროს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ათობით დასახლება დღემდე დატბორილია. როგორც ხელისუფლება იუწყება, ნგრევა სწორედ წყალდიდობის შედეგად შენობის დაზიანებამ გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი