logo_geo
Facebook მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარვეზებით მუშაობს
- +

14 აპრილი. 2019. 16:15

 

 

სოციალური ქსელი Facebook ხარვეზებით მუშაობს. ამ დროისთვის მომხმარებელს სოციალურ ქსელთან წვდომა გართულებული აქვს.

 

პრობლემები Facebook-ზე დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემები ფიქსირდება აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში და სხვა ქვეყნებში. ხარვეზებით მუშაობს Instgram და Watsapp-იც.

 

ამ ეტაპზე მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

big_banner
არქივი