logo_geo
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მარტოხელას სტატუსით
- +

14 აპრილი. 2019. 20:52

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოფიციალურად განქორწინებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

 

განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტია გრძელდება. როგორც მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, წყვილს უკვე შეუძლია ისარგებლოს მარტოხელას იურიდიული სტატუსით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიულად მათი განქორწინების პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.

 

წყვილი 2005 წლიდან ერთად იყო, თუმცა ოფიციალურად 2014 წლის აგვისტოში იქორწინეს. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, 2018 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ხელი მოაწერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი