logo_geo
სეიშელის პრეზიდენტმა განცხადება ინდოეთის ოკეანიდან წყალქვეშ გააკეთა
- +

14 აპრილი. 2019. 21:26

 

 

სეიშელის პრეზიდენტი ინდოეთის ოკეანის ზედაპირს ქვემოთ, წყალქვეშ ჩავიდა და ზღვების დაცვის მოწოდებით გამოვიდა. დენი ფორის მიმართვა ინდოეთის ოკეანიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC იტყობინება, რომ სეიშელის პრეზიდენტმა ჯანმრთელი ოკეანის მნიშვნელობაზე გააკეთა განცხადება.

 

„ჯანმრთელ ოკეანეს კაცობრიობის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ზღვის დონიდან 124 მეტრის სიღრმეში მყოფმა პრეზიდენტმა.

 

დენი ფორი ბრიტანულ ექსპედიციას შეუერთდა, რომელმაც ოკეანის სიღრმეები უნდა შეისწავლოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი