logo_geo
აშშ-ში ტორნადოს შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
- +

15 აპრილი. 2019. 11:41

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოსა და ძლიერ ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში 17 ტორნადო წარმოიქმნა. ტეხასის, ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას შტატებში ათობით ადამიანია დაშავებული. სტიქიის გამო, 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

მეტეოროლოგები ახალი ტორნადოების წარმოქმნას ვარაუდობენ. პარალელურად, აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებს თოვლის ქარბუქი დაატყდა თავს. უამინდობის გამო ჩიკაგოს, დალასისა და შარლოტის აეროპორტებში ექვსი ათასი ფრენა გაუქმდა და გადაიდო.

 

 

 

big_banner
არქივი