logo_geo
ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია
- +

16 აპრილი. 2019. 01:25

 

„ფრანს პრესი“-ს ინფორმაციით, საფრანგეთის სახანძრო სამსახურში დარწმუნებულები არ არიან, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ.

 

ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი