logo_geo
მსახიობი ბრედლი უელში მოკლეს
- +

18 აპრილი. 2019. 13:31

 

შოტლანდიაში საკუთარ სახლთან ფილმის „Trainspotting 2“-ის მსახიობი ბრედლი უელში მოკლეს. ამის შესახებ „Sun“ წერს.

 

შემთხვევა ედინბურგის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელმა მსახიობს თავში ესროლა. ის შემთხვევის ადგილზე ექიმების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ბრედლი უელში 42 წლის იყო. წარსულში ის კრივით იყო დაკავებული, 2009 წელს კი უელში სერიალში „Danny Dyer’s Deadliest Men“ გადაიღეს.

 

„Trainspotting 2“-ში უელში მისტერ დოილის როლს ასრულებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი