logo_geo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ჰალსტუხიც იმპორტულია, წინდებიც იმპორტულია, ხოლო ქვედა საცვლები საკუთარია
- +

4 თებერვალი. 2017. 21:39



ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან გამართული „დიდი საუბრის" შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაწვრილებით მოყვა ყველაფერი თავისი გარდერობის შესახებ: ახსნა, თუ როგორ ირჩევს ჰალსტუხს, გაიხსენა კოსტიუმი Brioni-დან, რომელიც მან ერთადერთხელ, პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში შეუკვეთა და აგრეთვე შეაქო Marko-ს ბათინკები. მან ქვედა საცვლების შესახებაც კი ისაუბრა.

 

„ტრამპი წითელ ჰალსტუხს ატარებს. წითელი ჰალსტუხები ახლა მოდაშია. თუმცა, შეხედეთ ჩემს ადრინდელ პრესკონფერენციებს. როდესაც დღეს წითელ ჰალსტუხს ვიკეთებდი, ვფიქრობდი: არ იტყვიან, ტრამპს ბაძავს-ო, ვინაიდან წინა პრესკონფერენციაზეც წითელი ჰალსტუხი მეკეთა", - აღნიშნავს ალექსანდრ ლუკაშენკო.


ლუკაშენკომ აგრეთვე გაიხსენა ის ისტორია, თუ როგორ შეუკვეთა Brioni-ს იმპორტული კოსტიუმი პრეზიდენტობის პირველ წელს.

 

„ამ კოსტიუმის ღირებულებას არ დავასახელებ. როდესაც შევიტყვე მისი ფასი, ვთქვი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი კოსტიუმი იქნებოდა. და სადაა ჩვენი ატელიები? ჩვენთან რატომ არ იკერება? რატომ უნდა ვიხადოთ არანორმალური თანხები?", - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო.


შემდეგ ლუკაშენკომ დასახა მიზანი, რომელიც ქვეყანაში ატელიების მუშაობის აღდგენას გულისხმობს.

 

„ერთ თვეში, აქ, ჩვენთან შევიკერე კოსტიუმი, რომელიც Brioni-ზე ათჯერ იაფი დაჯდა. მას შემდეგ მხოლოდ ადგილობრივად ვუკვეთავ. პერანგი იმპორტულია, ჰალსტუხიც იმპორტულია, წინდებიც იმპორტულია სავარაუდოდ, ხოლო ქვედა საცვლები საკუთარია", - აღნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი