logo_geo
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოებას 60 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
- +

19 აპრილი. 2019. 17:51

 

საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოებას 60 ათასი სამართალდამცველი დაიცავს. 20 აპრილს საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ რიგით 23-ე საპროტესტო გამოსვლები უნდა გაიმართოს.

 

როგორც ტელეკომპანია „ფრანს 24“ იუწყება, საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ დემონსტრანტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ მანიფესტაციის ჩატარება აუკრძალა. ამასთან, დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა ელისეის მინდვრებზეც.

 

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერზე დაყრდნობით წერს, არის ნიშნები, რომ მანიფესტაციას ანარქისტები შეუერთდებიან, რის გამოც, მთავრობა მორიგ არეულობებს არ გამორიცხავს.

 

ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტების ნაწილი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამდენიმე საათში ასობით მილიონი ევრო შეგროვდა. მათი თქმით, ეს უთანასწორო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 

„ერთი დაჭერით ირიცხება 200 მილიონი, 100 მილიონი. ეს აჩვენებს უთანასწორობას, რასაც ჩვენ რეგულარულად ვგმობთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ერთ-ერთი პროფკავშირის ლიდერმა ფილიპ მარტინესმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი