logo_geo
2019 წელს ტურისტებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გამარტივდება
- +

20 აპრილი. 2019. 00:29

 

ევროკავშირი მიმდინარე წლის განმავლობაში ტურისტებისთვის, რომელთაც კარგი ისტორია აქვთ, შენგენის ვიზების გაცემას გაამარტივებს. ინფორმაცია ვებგვერდზე europa.eu ვრცელდება.

 

ევროკომისიის ინიციატივას დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. ახლა ეს საკანონმდებლო ცვლილება ევროკავშირის 28 ქვეყანამ უნდა აღიაროს.

 

საკანონმდებლო ცვლილებებით, ვინც შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს (ახლა მხოლოდ 3 თვეა დაშვებული) შეუძლია განაცხადი გამგზავრებამდე 6 თვიან ვიზაზე გააკეთოს. ასევე იგეგმება მრავალჯერადი ვიზების გაცემა 5 წლით. ამის გარდა სავიზო მოსაკრებელი იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც ხელმოწერილია შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ 60 ევროდან-40 ევრომდე შემცირდება.

 

„ტურიზმი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპის ეკონომიკისთვის და მშპ-ს შემოსავლების 10%-ს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიეკუთვნებიან წამყვან ტურისტულ მიმართულებებს, დროში გაწელილი პროცედურები შეიძლება ევროპაში ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი გახდეს“- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი