logo_geo
ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 აპრილი. 2019. 17:19

 

 

ყაზახეთის სამხრეთში მდებარე დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უბედური შემთხვევა ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე 20 აპრილს, თბილისის დროით დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.

 

სამგზავრო ავტობუსმა „Toyota“-ს მარკის ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილა, რის შემდეგაც გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა.

 

შემთხვევის ადგილზე რვა, დანარჩენი სამი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც არიან. საავადმყოფოში 29 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

 

მომხდარს ყაზახეთის პოლიცია იძიებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი