logo_geo
მსოფლიოში პირველად უსინათლო ადამიანმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
- +

20 აპრილი. 2019. 17:32

 

 

მხედველობადაქვეითებული იაპონელი მიცუჰირო ივამოტო პირველი უსინათლო ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელმაც იახტით წყნარი ოკეანე დამოუკიდებლად გადალახა. ამის შესახებ BBC წერს.

 

მოგზაურობისას ის არ შეჩერებულა და საბოლოო ჯამში ივამოტომ 14 000 კილომეტრი გადალახა და ოკეანეში თითქმის 2 თვე გაატარა.

 

„არ დავნებდი და ჩემი ოცნება ახდა. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე“, - ამბობს ივამოტო.

 

მიცუჰირო ივამოტომ თავისი მოგზაურობა 24 თებერვალს სან-დიეგოდან დაიწყო. მას თან ახლდა თანაშემწე და გამცილებელი დაგ სმიტი. 

 

იაპონური მედიის ცნობით, ივამოტო იახტას მართდა, სმიტი კი შტურმანის როლს ასრულებდა და მას გარემო პირობების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

 

12-მეტრიანი იახტა „Dream Weaver“ დანიშნულების ადგილამდე, კერძოდ, ივაკის პორტში 20 აპრილს ჩავიდა.

 

52 წლის იაპონელისთვის ეს წყნარი ოკეანის გადალახვის მეორე მცდელობაა. პირველი წარუმატებლად დასრულდა.

 

ივამოტო იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში დაიბადა. მან მხედველობა 16 წლის ასაკში დაკარგა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი